შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დიღმელოვი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოპორტი, დუშეთის რაიონი. 1899-1900წწ. მამის ფოტოატელიეში მუშაობდა ლაბორანტად და რეტუშორად; 1910 წლიდან დამოუკიდებლად დაიწყო კინოსიუჟეტებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება, მათ შორის იყო: "ვასილიევის, უტოჩკინისა და ქებურიას გაფრენა", "მცხეთობა", "ბორჯომის მინერალური წყალი", "თბილისის ბოტანიკური ბაღი", "ქართული ჭიდაობა", "ყარაჩოღელთა ქეიფი მცურავ ტივებზე"; მისივე გადაღებულია პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე"(1916-1918, რეჟ. ა. წუწუნავა); აგრეთვე რეჟისორ ვ. ბარსკის მხატვრული ფილმები – "თავმოკვეთილი გვამი"(1919), "ცეცხლთაყვანისმცემლები"(1920); აქტიურად მონაწილეობდა კინემატოგრაფიულ საქმიანობაში; იყო "სახკინმრეწვის" წამყვანი ოპერატორი; მისი საუკეთესო ფილმებია: "არსენა ჯორჯიაშვილი"(1921), "წითელი ეშმაკუნები"(1923), "სამი სიცოცხე"(1924), "ჯანყი გურიაში"(1928), "უკანასკნელი ჯვაროსნები"(1934), "არსენა"(1937), "გიორგი სააკაძე"(1942-1943); "ქეთო და კოტე"(1948), "ქაჯეთი"(1936); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ქართული საოპერატორო სკოლის ერთ–ერთ ფუძემდებელი, კინოოპერატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.452; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |