The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიკო ბენდელიანი

ელიკო ბენდელიანი
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1986  (37 წლის)
კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

გაიარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები.

2011 წლიდან მუშობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის "ძალადობის ალტერნატივის პროექტის"(AVP International) ფასილიტატორი და რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2007 წლიდან ჩართულია სამშვიდობო პროცესებში, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფორმატით გამართულ ქართულ-აფხაზურ და სამხრეთკავკასიურ სამოქალაქო დიალოგში; მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში, ტრენინგსა და კონფერენციაში; მუშობს დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ "სინერგიაში"; ხელმძღვანელობს მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრს. სამოქალაქო აქტივისტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2015.-გვ.109

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდო, აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობის განვითარებაშ შეტანილი პირადი წვლილისთვის

გააზიარე: