The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ კარბელაშვილი

ვასილ კარბელაშვილი
Other name:სტეფანე   (Name in religion)
Date of birth:13 January, 1858
Date of death:8 April, 1936  (at 78 years)
Burial location:ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანი, თბილისი
Category:Musician, Educator, Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, ახლანდელი კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემონარია. 

ვასილის მამა, გრიგოლ კარბელაშვილი, ცნობილი მგალობელი იყო; ვასილმა და მისმა ძმამ, პოლიევქტოსმა, ბავშვობიდანვე ოჯახში შეითვისეს ქართული სასულიერო გალობის ქართლ–კახური კილო, რომლის განვითარებასაც შემდეგში დიდი ამაგი დასდეს; 1882 წელს შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში; მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისათვის; გარკვეული მიზეზების გამო ის მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესის, გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად; სამღვდელო მოვალეობის შესრულების გარდა, მღვდელი ვასილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საღმრთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად სასულიერო და სამრევლო სკოლებში, ასევე უძღვებოდა ქართული გალობის შესწავლის საქმეს. სასწავლო-საგანმანათლებლო ქსელში მისი მოღვაწეობა ეროვნულ პრინციპებზე იყო დამყარებული და ხელს უწყობდა სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის დანერგვას; 90–იან წლებში მოღვაწეობდა თბილისში; გალობას ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში; ამავე პერიოდში გამოაქვეყნა 2 კრებული: "ქართლ–კახური გალობა კარბელაანთ კილოთი"(1897, "მწუხრი" I ნაწილი და 1898, "ცისკარი" II ნაწილი), ამ კრებულებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა; იყო მგალობელი, საზოგადო მოღვაწე, ეპისკოპოსი. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ კი ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე 6 სექტემბერი დააწესა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 130; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge

Bibliography


Share: