The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დვალი

გიორგი დვალი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს.

1985-1992წწ. მუშაობდა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში; 1992-1993წწ. იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია), ხოლო 1993-1995წწ. პიზის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი; 1995-1997წწ. ბირთვული კვლევის ეროვნული ცენტრის (CERN) მკვლევარი; 1997-1998წწ. ICTP–ს პროფესორი; 1998 წლიდან ნიუ–იორკის უნივერსიტეტის პროფესორი; 2010 წლიდან არის მაქს პლანკის ინსტიტუტის (მიუნხენი, გერმანია) დირექტორი; ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი კვლევის სფეროა ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც მან მიიღო კოლეგებთან ერთად ეხება სამყაროს ფარული განზომილებების თეორიას (1998); მონაწილეობას იღებს დიდი ჰადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში; იწინასწარმეტყველა, რომ ამ ექსპერიმენტში შესაძლებელია მიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნა და გაანალიზა ამ მოვლენის შესაძლო დაკვირვებითი შედეგები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.390

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია(CERN), მუდმივი წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია
  • 2007 - ნიუ-იორკის უნივერსიტეტის "ვერცხლის პროფესორი"
  • 2001 - ნიუ-იორკის მერის ჯილდო , მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმათებისათვის
  • 2000 - ა. სლოუნის ჯილდო, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმათებისათვის
  • 1999 - დევიდ და ლუსილ პაკარდების ჯილდო, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმათებისათვის

გააზიარე: