The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემეტრე III

ოფიციალური სახელი:დიმიტრი
დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აფხაზთა სამეფოს(დასავლეთ საქართველოს) მეფე(დაახლ 967-975), გიორგი II–ის ძე, ლეონ III–ის ძმა და მემკვიდრე; აქტიურად იბრძოდა საქართველოში ჰეგემონიის მოსაპოვებლად; ფეოდალურმა ოპოზიციამ დაუპირისპირა ძმა თეოდოსი, რომელსაც მხარს უჭერდა მესხეთის, ქართლისა და კახეთის აზნაურთა ნაწილი; დემეტრე III-მ დაამარცხა თეოდოსის მომხრე აზნაურები, შემდეგ მოტყუებით შეიპყრო თეოდოსი, თვალები დასთხარა და შეძლო დროებით აღედგინა აფხაზეთის სამეფოს ჰეგემონია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში; მაშინ მეამბოხე ფეოდალებმა მის წინააღმდეგ აამხედრეს მეორე ძმა, დემეტრე III-მ მათი ეს ცდაც ჩაახშო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.375


გააზიარე: