The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა თულაშვილი

ანა თულაშვილი
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1874
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1956  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში 1894 წელს(პროფესორ ლ. დიმერთან).

1903 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში; მონაწილეობდა კონცერტებში; 1917 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (1925-იდან პროფესორი, პირველი ქართველი პროფესორი ქალი); თულაშვილმა მცირეწლოვანთათვის გამოიგონა "საბავშვო პედალი" (1929); მისი მოწაფეები იყვნენ: რ. კერერი, მ. როგოვსკაია, თ. ამირეჯიბი, ე. ექსანიშვილი, მ. მაჭუტაძე, გ. ქავთარაძე, ვ. შიუკაშვილი, მ. ჩხეიძე, ო. ბარამიშვილი, ე. დავლიანიძე; ავტორია მეთოდური ხასიათის შრომებისა პიანისტური ხელოვნების საკითხებზე; ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: