შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ქოიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის გეოლოგიის სპეციალობით 1998 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 2000 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (სპეციალობა პალეონტოლოგია და სტრატიგრაფია). 1998-2000წწ. იყო ალ. ჯანელიძის სახეოლობის გეოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების ლაბორანტი, 2000-2005წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2005-2008წწ. მეცნიერ თანამშრომელი, 2009 წლიდან არის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1999-2001წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზოგადი გეოლოგიის და პალეონტოლოგის, კათედრაზე კითხულობდა ლაბორატორიულ კურს "ზოგად გეოლოგიაში". საერთაშორისო ჟურნალებსა და კონფერენციებზე გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო წერილი, 16 გაფართოებული აბსტრაქტი, არის ერთი საინსტიტუტო ანგარიშის თანაავტორი. საკანდიდატო დისერტაცია თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით", დაიცვა 2006 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |