შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ დეკანოზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. სწავლობდა სარატოვის, ბაქოს უნივერსიტეტებში. საქართველოში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1927 წელს იყო საქართველოს კპ(ბ) ცკ–ის პასუხისმგებელი ინსტუქტორი; 1931-1934წწ. საქართველოს კპ(ბ) ცკ–ის მდივანი; 1934-1936წწ. განყოფილების გამგე; 1940-1941წწ. სსრკ ელჩი გერმანიაში; 1946-1947წწ. მუშაობდა სსრკ სამინისტროს საბჭოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 1953 წლის 10 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად; იმავე წლის ივნისში რეპრესირებულ იქნა ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით; საბჭოთა გენერალ–ლეიტენანტი (1945), საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1943). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.361; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 69-71 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |