The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ამილახვარი

დაბადების თარიღი:1756
გარდაცვ. თარიღი:1728  (-28 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ოთარ რევაზის ძე ამილახვარი (გარდაიცვალა დაახლოებით 1827/1828 წლებში) იყო აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე  XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი. 1789 წელს ამილახვარის წინააღმდეგ გამოვიდნენ მისი სიმკაცრით უკმაყოფილო გორელები. ერეკლე II–მ დასაჯა უკმაყოფილონი, მაგრამ ამილახვარს უბრძანა დაეცვა ბატონყმობის კანონით დადგენილი ნორმები("ბატონყმობის რიგი"). ამილახვარმა გააშენა სოფელი ორჭობი, გაიყვანა ახალი სარწყავი არხები და აღორძინებულ ადგილებში დაასახლა ტყვეობიდან გამოსყიდული გლეხები. 1785 წელს იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი ომარ–ხანის წინააღმდეგ. 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ამილახვარის ძალაუფლება შეიზღუდა. ბატონიშვილებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ემხრობოდა დარეჯან დედოფლის ჯგუფს, მხარს უჭერდა თავის სიძეს იულონ ბატონიშვილს. ამის გამო 1801 წლის თებერვალს დაკარგა ამილახორობა. ჰქონდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.130


გააზიარე: