The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია ვირსალაძე

ანასტასია ვირსალაძე
ოფიციალური სახელი:ანასტასია აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1968  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1909 წელს.

1921-1968წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(1923 წლამდე თბილისის მეორე კონსერვატორიაში), 1932 წლიდან პროფესორი, მრავალი წლის მანძილზე კათედრის გამგე; 1926 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას; იყო პიანისტთა II(1935) და III(1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი; კონსერვატორიასთან "ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის" დაარსებიდან(1934–1938 წლიდან – ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორი; აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე(მათ შორის დ. ბაშკიროვი, ელისო ვირსალაძე, ლ. ვლასენკო); შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა; ის ავტორია მთელი რიგი მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებისა და მოგონებებისა მისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ; იყო პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური საშემსრულებლო და პედაგოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი პიანისტის - ელისო ვირსალაძის ბებია.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 100; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ. 418; მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ. 25; klasikurimusika.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: