შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, კასპის რაიონი. პუბლიცისტურ წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა "დროებაში", "ივერიაში". 1903 წლიდან იყო ჟურნალ "კვალის" რედაქტორ–გამომცემელი. 70–იან წლებში მსახურობდა მაზრის უფროსად ახალციხეში. დააარსა ქალთა სასწავლებელი, ხელმძღვანელობდა აბასთუმანის საკურორტო მშენებლობას. დახმარება აღმოუჩინა იტალიელ მხატვარს პრემაცოს ვარძიისა და საფარის სამონასტრო კომპლექსების შესწავლაში. 90–იან წლებში მაზრის უფროსი იყო თიანეთში, 1902 წლიდან დუშეთში. ზრუნავდა ფშავ–ხევსურეთში გზების გაყვანაზე. 1893 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენებისას გამოაქვეყნა მამის–იაკინთეს არქივში დაცული მასალა პოეტის შესახებ. 90–იან წლებში სოხუმში მეთაურობდა ქართული სკოლის დაარსებას, მართავდა ლიტერატურულ–დრამატულ საღამოებს. 900–იან წლებში ქვემო ჭალაში დააარსა ბიბლიოთეკა(გადასცა საკუთარი სახლი და წიგნები). 1902 წელს რუსულად თარგმნა და 1903 წელს გამოსცა ილია ჭავჭავაძის "სომეხთა მეცნიერნი ანუ ქვათა ღაღადი". 1904 წელს "ივერიაში" გამოაქვეყნა თეორიული ნაშრომი–"ისტორიული პიესის წარმოდგენის გამო", აგრეთვე ეთნოგრაფიული ხასიათის თხზულებები. თეატრალური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.104; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.14-15
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |