The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხარლამპი სავანელი

ხარლამპი სავანელი
დაბადების თარიღი:1842
გარდაცვ. თარიღი:1890  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია 1863 წელს, პეტერბურგის კონსერვატორია 1868 წელს(ვოკალის კლასი).

პეტერბურგში ყოფნის პერიოდში დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას, ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში; 1869 წლიდან იყო რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო სიმღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი; 1871 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა; 1873 წელს დააარსა სასიმღერო სკოლა, სადაც სიმღერასთან ერთად ისწავლებოდა ელემენტარული თეორიაც, ახლად დაარსებულ სასწავლებელში მოიწვია რუსეთიდან დაბრუნებული კ. ალიხანოვი და ა. მიზანდარი, რომელთა ინიციატივითაც საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ამავე პერიოდში გაიხსნა "სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში", რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, 1880 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს მის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორია(ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია).

წყარო: მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია. – თბ., 1933. – გვ. 172; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 8. - თბ., 1984 . – გვ. 637



გააზიარე: