შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუხუტი დარახველიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეხიდრისთავი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1940 წელს. 1937 წლიდან ცეკვა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში; 1937-1938წწ. ცეკვავდა აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში; 1938-1939წწ. საკოლმეურნეო გუნდში; 1937-1941წწ. პარალელურად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში; 1940-1941წწ. გახდა ამ ანსამბლის სოლისტი; 1946-1949წწ. კვლავ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში დაბრუნდა; 1951 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად; 1957 წლიდან აყალიბებდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ ანსამბლს(ამიერკავკასიის რკინიგზის კულტურის სახლის, ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს ანსამბლები, რუსთავის "სალხინო"(1965-1969), "ქუთაისი"(1970–1975)); 1976-1982წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი; მისი დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "სალხინო", "ფარიკაობა", "ზემოხეური", "ახალგაზრდული", "აწკიპულა", "ალალმე", "გოგმანი", "შურდულა", "სადარბაზო", "ძველი თბილისი"; ასევე ცეკვებს დგამდა დრამატულ თეატრებში, კინოფილმებში და საოპერო წარმოდგენებში; 1977 წელს გააფორმა ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცების" საცეკვაო სცენები მოსკოვის დიდ თეატრში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.318 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |