The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან აბაშიძე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1757
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ლევან მალაქიას ძე აბაშიძე იყო XVIII საუკუნის I ნახევრის იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V–ის და სოლომონ I–ის დედა. ლევან აბაშიძე მეთაურობდა თავადთა რეაქციულ ჯგუფს, რომელმაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონ I–მა ტახტი დაიბრუნა და შეთქმულები დასაჯა. აბაშიძეს კაცხის ციხე წაართვა. იგი განაგრძობდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. 1757 წელს როსტომ რაჭის ერისთავთან ერთად მეგზურობდა სოლომონ I–ის დასამხობად იმერეთში შემოსულ ოსმალთა ჯარს. დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I–ის მოწინააღმდეგეთა ბანაკი იყო. ლევან აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.23


გააზიარე: