შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ცერცვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ეკონომიკური ფაკულტეტი 1993 წელს, ასპირანტურა 1998 წელს; აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის საქართველოს ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნის სპეციალობით 2002 წელს. 1993-1996წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, საწარმოთა დაბეგვრის განყოფილების ინსპექტორი; 1996-1998წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, კონტროლის განყოფილების უფროსი; 1998 წელს საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი, სასამართლოებში საჩივრების განხილვის სამმართველო, უფროსი საგადასახადო ინსპექტორი; 1998-2000წწ. საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის საჩივრებისა და აპელაციების განხილვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2000 წელს საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის არაპირდაპირი გადასახადების (დღგ, აქციზი) კონტროლის მეთოდების სამმართველოს უფროსი; 2000-2001წწ. პირდაპირი გადასახადებით (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი) დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების განყოფილების უფროსი; 2001-2002წწ. ზესტაფონის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2003-2004წწ. ზესტაფონის რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდა; 2008-2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: 2008-2010წწ. შემოსავლების სამსახური, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2011 წელს აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2011-2012წწ. აუდიტის განვითარების სამმართველოს უფროსი; 2012-2013წწ. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, პროფესიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 2012 წელს ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრის (შპს, "ცერცვაძე და კომპანია") დამფუძნებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის სასწავლო პროგრამების ავტორი; აუდიტორული კომპანია,"ბაფი აუდიტ სერვის" - მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი; შპს "ფინანსური მართვის კომპანია" – დირექტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; gfaafm.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 379 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |