The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ აბაშიძე

იასონ აბაშიძე
სხვა სახელი:იჩო აბაშიძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1904
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1990  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო განყოფილება 1928 წელს.

1960–1982 წლებში იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობისა და დენდროლოგიის კათედრის გამგე. 1982 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. დაამუშავა საქართველოში ტყის კულტურების განვითარების, დენდროლოგიისა და მთიან ადგილებში სატყეო მეურნების წარმოების საკითხები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1959), პროფესორი(1960), მეტყევე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.22; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.633 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: