The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ნაჭყებია

მანანა ნაჭყებია
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.

1972-1974წწ. თბილისის პირველი მაისის რაიონის არასაუწყებო დაცვის განყოფილება, მსროლელი; 1974-1976წწ. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი "საბჭოთა საქართველო", არქივის გამგე; 1978-1980წწ. თბილისის პირველი მაისის რაიონის არასაუწყებო დაცვის განყოფილება, კადრების ინსპექტორი; 1980 წელს ს/გ "თბილლუდი", დამხმარე მუშა; 1980-1983წწ. N111 პტს ალკკ კომიტეტი, მდივანი; 1983-1984წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1984-1986წწ. საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომი, ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1986-1991წწ. საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის იდეოლოგიის განყოფილების გამგე; 1995-1996წწ. თბილისის მერია, ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი; 1996-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მრჩეველი, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2000-2002წწ. ს/ს "თბილკრედიტბანკი", დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2004წწ. ა/გ "ახალი მემარჯვენეები"- აღმასრულებელი მდივანი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", მდივანი (2004-2008)

გააზიარე: