შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ბექაური
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი "გაენათი". 1990-1992წწ. თიანეთის რაიონი, ღულელების მეცხოველეობის ს/მეურნეობა; 1992-1993წწ. თბილისის პურის N6 ქარხანა, მტვირთავი; 1996-1998წწ. სამგორის რაიონის გამგეობა, თავმჯდომარის რწმუნებული; 1998-1999წწ. აეროპორტის დასახლების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თავმჯდომარე; სამგორის რაიონის თავმჯდომარის რწმუნებული; 1999-2000წწ. თბილისის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური, საგადასახადო ინსპექტორი; 2000 წელს თბილისის ისან-სამგორის რაიონი, საგადასახადო ინსპექტორი; 2000-2002წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2002 წელს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქისათვის" თავმჯდომარე; 2002-2004წწ. თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამაქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი (2004-2006). წყარო:საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 94 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |