The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დავითაშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:17??
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მოღვაწეობდა XVIII საუკუნის I ნახევარში; იყო ნიკოლოზ ბატონიშვილის ამალაში მყოფ დავითაშვილთა შთამომავალი, ალექსანდრე არჩილის ძის ცოლისძმა; განათლება მიიღო მოსკოვში, დაეუფლა სამხედრო საქმეს; 1722 წელს მოსკოველ ქართველთა რაზმთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარის კასპიისპირეთის ლაშქრობაში; 1725 წელს პეტერბურგში პირველი ჩასვლის დროს ეახლა ვახტანგ VI–ს; მან მეფე ბაქარის წინადადებით თარგმნა "ვაკაფა" – რუსულ–ქართული სასაუბრო; იმავე 1725 წელს მან რუსული და უცხოური ლიტერატურის საფუძველზე შეადგინა მეორე სასწავლო წიგნი  – "მცირე რამ გამოკრებილი ანგარიშის ცოდნისა", რომელიც გაასწორა და განავრცო ვახტანგ VI-მ; ეს იყო ქართულ ენაზე შედგენილი ევროპული ტიპის სახელმძღვანელო მათემატიკაში; მისი ხელნაწერები დაცულია თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ეკონომიკურ ცენტრში, სანქტ–პეტერბურგში, სალტიკოვშჩედრინის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის იოანე ბატონიშვილის პირველი კოლექცია, ხელნაწერი N313.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.278


გააზიარე: