Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კუხიანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს. 1963–1966წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის მე–60 სკოლასთან არსბულ სამუსიკო ათწლედში; 1975–1980წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ვალტორნასა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1967), პიესები სიმფონიური ორკესტრისათვის(1969), სიმფონიები(1970, 1972, 1977); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – საფორტეპიანო მინიატურები(1964), ვარიაციები 11 ინსტრუმენტისათვის(1965), სიმებიანი კვარტეტი(1973); მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის(1974,"ტაკიმასხარა", "კვაჭი კვაჭანტირაძე", 1977, "ეზოში ავი ძაღლია") და კინოფილმებისათვის(1968, "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" – დოკუმენტური, 1969, "ფიროსმანი", 1974, "ლადო გუდიაშვილი" – დოკუმენტური, 1980, "არასერიოზული კაცი", 1981, "ძველი სახლი", 1987, "ცარიელი ბინა"); იგი ასევე დაინტერესებული იყო ჰიდროაეროდინამიკით, ჰქონდა რიგი საინტერესო გამოგონებები – არატრადიციული წყალზედა და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებისა. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 234; geocinema.ge
Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |