შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა აბზიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1981 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და განახლებული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი; პარლამენტის წევრი გახდა საარჩევნო ბლოკ "მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს", მაჟორიტარი; N9 ნაძალადევის თემქის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური რეფორმების კომისიის მდივანი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 57; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |