შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ნერგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მაიაკოვსკი (ბაღდათი).
დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.
1978 წელს მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში დამხმარე მუშად; 1978-1979წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბა, მჭრელი; 1979-1980წწ. ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი, ტექნიკოსი; 1983-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1989-1993წწ. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2002წწ. სახალხო დამცველის აპარატი, სახალხო დამცველის რწმუნებული, მთავარი სპეციალისტი; საქართველოს სახალხო ფრონტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიხსნათ საქართველოს ბავშვები" დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი; 1999 წლიდან ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და ავტორია სტატიებისა ფსიქოლოგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2015წწ. სს საქართველოს რკინიგზა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2015-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |