შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკისა და ტექნოლოგიის სპეციალობით 1994 წელს, ასპირანტურა 1998 წელს და სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტი სახელმწიფო მართვის სპეციალობით. 1997-2002წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი, დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, სამსახურის უფროსი, დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 2007-2008წწ. კონფლიქტების მოგვარების საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" (2013); საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის (2017 წლის 26-29 მაისი) საორგანიზაციო კომისიის წევრი (2016); საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" (2018); 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს "პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის" კომანდორის ჯვრის ორდენი. მინიჭებული აქვს პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.86 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |