The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა ასათიანი

ლიანა ასათიანი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 2014  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1942–1943 წლებში მიხეილ ჭიაურელის ფილმში "გიორგი სააკაძე" შეასრულა პირველი როლი(დედოფალი თეკლე). კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ციალა("ჭირვეული მეზობლები", 1945), კამა("გაზაფხული საკენში", 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე("მწვერვალთა დამპყრობნი", 1952), მარინე ფერაძე("ჭრიჭინა", 1954), ქეთევანი("ეთერის სიმღერა", 1956), თავადის ქალი მაია("ერთი ცის ქვეშ", 1961), დედოფალი გურანდუხტი("მაცი ხვიტია", 1961), კოლონკელიძის მეუღლე("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ბიძინას დედა("სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969), თინათინ მინდაძე("ლევან ხიდაშელი", 1973), დედოფალი დარეჯანი("წიგნი ფიცისა", 1983) და სხვ.  

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.226

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: