The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ცაბაძე

გოგი ცაბაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ცაბაძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1924
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1986  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არტისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს.

1973 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საესტრადო სასწავლებელში, 1976 წლიდან საცირკო-საესტრადო სასწავლებელში; 1956–1975წ. იყო საქართველოს ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე; 1943 წელს თბილისის 27-ე სკოლაში სრულიად ახალგაზრდა თენგიზ აბულაძემ დადგა ვალერიან გუნიას პიესა "და-ძმა", სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მუსიკალურად გააფორმა ასევე სრულიად ახალგაზრდა გოგი ცაბაძემ; განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური კომედიები, ოპერეტები და მიუზიკლები; ნაყოფიერად მუშაობდა საესტრადო სიმღერისა და რომანსის ჟანრში, მისი სიმღერების წყაროა ქართული ქალაქური ფოლკლორი; ის არის ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელი; ნაწარმოებები: ოპერეტები – "სიმღერა სიყვარულზე"(1949), "ჩვენი ნაცნობები"(1953), "შესანიშნავი სამეული"(1963), "კურკას ქორწილი"(1969, მ. ჯავახიშვილის მიხედვით), "იეთიმ გურჯი"(1976), "მეტეხის ჩრდილში"(1984), მიუზიკლები – "ჩემი შეშლილი ძმა"(1965), "იტალიური რომანი"(1977); ორასზე მეტი სიმღერა: "ნიბლია", "პატარა ბალადა", "თბილისური სერენადა", "გამოღმით შენ ხარ", "მუხამბაზი", "მეფაიტონე"; საგუნდო ნაწარმოებები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოსათვის( "ვერის უბნის მელოდიები", "მხიარული რომანი", "მოიტაცეს თამარ ქალი" და სხვ.).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: .11 . - თბ., 1987 . – გვ. 181; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1961-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1971 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: