შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ გაჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟოსორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1960წწ. იყო ბათუმის თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1970-1982წწ. მარჯანიშვილის, 1982-1985წწ. რუსთავის თეატრების რეჟისორი; 1985 წლიდან მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1960 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის პროფესორი. აქვს დადგმული სპექტაკლები: რუსთავის თეატრში: "ფსკერზე"(მ. გორკი), "ხიდი"(მ. ჯავახიშვილი), "დურემანტი"; მუსიკალურ თეატრში: "ლამანჩელი", "ისევ ამ ქვეყნად დავრჩები"(ნ. დუმბაძე), "ო ადონაი, ისმინე"(ლ. მილორავა) და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 75; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.427 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |