შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ გეგენავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაჩხეტაური, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1957 წელს; პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს; საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1978 წელს. 1957-1970წწ. იყო სამხედრო ნაწილის(73879) ოცეულის მეთაური, ბატალიონის მეთაურის მოადგილე, პოლკის პროპაგანდისტი; 1970-1979წწ. პოლიტგანათლების უფროსის მოადგილე; 1979-1992წწ. საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, სახელმწიფო სამხედრო მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორია ბროშურებისა სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე და ლექსების კრებულისა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.79; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 112; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.124 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |