შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ იოსელიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1973 წელს; 1974-1975წწ. საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსები. 1975-1987წწ. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში; 1987-1991წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. აფხაზეთის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი; 1992-1993წწ. საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე; 1993 წელს მიიღო გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება; 1993 წლიდან საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 1995 წლიდან საქართველოს უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე; 1997-2004წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწოფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გენერალ-მაიორი (1993), გენერალ-ლეიტენანტი (1995). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 159; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.336; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.128-129; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |