The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძე
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1963 წელს; 1968 წელს მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

1968-1977წწ. იყო საქართველოს ტელესტუდიის, 1977-1991წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი, სცენარისტი; 1974-1981წწ. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი; 1982-1995წწ. მოსკოვის საერთასორისო კინოინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 1991 წლიდან დამოუკიდებელი ავტორია. მუშაობს ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთში. არის რეჟისორი ფილმებისა: "ქვევრი" (1968), "სადღეგრძელო" (1970), "ქალაქი ანარა" (1975), "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1990) და სხვ. სცენარის ავტორია ფილმებისა: "მოცურავე" (1981), "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (1986), "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1990), "მეტეოიდიოტი" (2008) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 180

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - პრემია "ნიკა"(რუსეთი), საუკეთესო სცენარისთვის, ფილმი "მთვარის მამა"
  • 2000 - ევროპული კინოაკადემია(საფრანგეთი), საუკეთესო სცენარისთვის, ფილმი "27 მოპარული კოცნა"
  • 1996 - "კინო შოკი 96" (ანაპა) , პრიზი საუკეთესო სცენარისთვის, ფილმი "მოგზაურობა როსინანტთან"
  • 1995 - პრემია "ნიკა"(რუსეთი), საუკეთესო სცენარისთვის, ფილმი "ლიმიტა"
  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • პრიზი "საფრანგეთის საუკეთესო სცენარისტი 89"

გააზიარე: