The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ კუხალაშვილი

ჯემალ კუხალაშვილი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1978 წელს.

1979 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მოწყობილი აქვს 15 პერსონალური გამოფენა თბილისში, 3 მოსკოვში, აშშ, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში. მხატვარია ფილმებისა: "გამინაწილე სითბო" (1975), "სამანიშვილის დედინაცვალი"  (1977); მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის სახელობის გალერეაში, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 191;  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 76-77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - საშობაო საერთაშორისო გამოფენის ლაურეატი
  • 1987 - წლის საუკეთესო მხატვარი

გააზიარე: