The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა დოიჯაშვილი

მანანა დოიჯაშვილი
Date of birth:5 November, 1947
Date of death:17 January, 2023  (at 75 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1987-1988წწ. იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის - "მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტები"-ს ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა "კლასიკა" (გენერალური დირექტორი), რომელმაც არა ერთი შთამბეჭდავი კონცერტი ჩაატარა; 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა "საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა" კონკურსს; 1996 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დაარსა "პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი"; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"; 2000-2012წწ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია; 2001-2007წწ. მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა "ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს"  და "ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს" თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი; 2008 წელს მისი თაოსნობით ჟენევის საერთაშორისო კონკურსების მსოფლიო ფედერაციის 52-ე ასამბლეა ჩატარდა თბილისში; 2009-2010წწ. საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორია; 2012 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. გამოშვებული აქვს რამდენიმე დისკი სოლო პროგრამითა და ორკესტრის თანხლებით; მ. დოიჯაშვილის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები. პიანისტი, პროფესორი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996 – 97.– გვ. 70; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.363;პიველი არხი: 1tv.ge

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული 11 წლიანი სამუსიკო სემინარია , დამაარსებელი (2009-)
  • კონსერვატორიის მზრუნველთა საბჭო(სპონსორები) და კონსერვატორიის განვითარების ფონდი, დამფუძნებელი (2001-)
  • კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "ჩვენი სკოლა", დამაარსებელი (2010-)
  • საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი, დამაარსებელი, დირექტორი (1998-)

Awards and Honors

  • 2005 - საფრანგეთის რესპუბლიკის "ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის" საპატიო წოდება
  • 2005 - საფრანგეთის რესპუბლიკის "მშვიდობის ელჩის" საპატიო წოდება
  • 2004 - რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემია
  • 2003 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1977 - სიდნეის პიანისტთა I საერთაშორისო კონკურსი
  • 1974 - სმეტანას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ჩეხოსლოვაკია)
  • 1970 - ენესკუს სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ბუქარესტი)
  • 1962 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი (II კონკურსი)
  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: