The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მამალაძე

ლევან მამალაძე
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ზოოვეტერინარული სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოსაინჟინრო ფაკულტეტი 1980 წელს; ბოლონიის უნივერსიტეტი 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს.

1991-1994წწ. იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მეცნიერ-თნამშრომელი; 1992-1993წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N4 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1994 -2003წწ. საქართველოს  პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯიშთაშორისი შეჯვარების მეთოდით პროდუქტიულობის ამაღლება მეცხოველეობაში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 208; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.232

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1991-1995)
  • საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, თავმჯდომარე (1994-)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, თავჯდომარის მოადგილე (2003-)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია, წევრი (1990-)

გააზიარე: