შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სპარტაკ ბაღაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სატყეო ინსტიტუტი 1937 წელს, 1944 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა. 1935 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი პირველი როლი იყო არსენა ოძელაშვილი ფილმში "არსენა"(რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1937). შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიორგი("დიადი განთიადი", 1938), ვანო("ქაჯანა", 1941), ლუარსაბ მეფე("გიორგი სააკაძე, 1942), ერთდროულად სამი როლი - მეწისქვილე ესტატე, გამზრდელი და ვაჟა-ფშაველა("აკაკის აკვანი", 1963), ხევისბერი გოჩა("ხევისბერი გოჩა", 1965), ლუკაია("მე ვხედავ მზეს", 1965), ჯანყვათი("ცისკრის ზარები", 1967), ხვთისია("ვედრება", 1967), ქალუნდაური("დიდოსტატის მარჯვენა", 1969). გადაიღეს კიევის კინოსტუდიის ფილმში "დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები"(1964), ტაჯიკეთის კინოსტუდიის ფილმში "ნოსო"(1966) და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 376; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. -გვ. 246; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.255 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |