შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მეღვინეთუხუცესი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, "ლეგენდა სიყვარულზე"), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!"), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, "მაია წყნეთელი"), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი"), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, "რიჩარდ მესამე"), ოიდიპოსი(სოფოკლე, "ოიდიპოს მეფე"), რომულუს ავგუსტუსი(ფრიდრიხ დიურენმატი, "რომულუს დიდი") ოტელო(უილიამ შექსპირი "ოტელო") და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო(ედუარდ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი"), ნიკოლოზ პირველი(ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ"), სატინი(მაქსიმ გორკი, "ფსკერზე") და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი "ანტიგონე", რეჟ.: თემურ ჩხეიძე); შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი("ფატიმა" ), გიგა ბეთანელი("კეთილი ადამიანები"), ჯოყოლა("ვედრება"), მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), არზაყანი("მთვარის მოტაცება"), ელიოზი("ნატვრის ხე") , დათა("დათა თუთაშხია"), ისიდორე("თეთრი ბაირაღები") და სხვ. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 229; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.35 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |