შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ საღარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951 წლიდან მუშაობდა დასში. მის მიერ შესრულებული როლები: სოსო (ო. იოსელიანის "ადამიანი იბადება ერთხელ"), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "მეფე ლირი" და "იულიუს კეისარი") , ჰეილი (მილერის "სეილემის პროცესი"), ტიპოტესკუ (კარაჯალეს "დაკარგული ბარათი"), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და "საბრალდებო დასკვნა"), მინდია (გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" და "კავკასიური ცარცის წრე"), ტომი (ტ. უილიამზის "შუშის სამხეცე"), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), უჩა (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის") და სხვა. მონაწილეობდა მრავალ ტელეფილმში, კინოფილმსა და სპექტაკლში. 2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. 1998 წელს მიიღო ლვოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 293; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.182 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |