შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ბზვანელი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს, 1966 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1967–1977წწ. იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელი; 1975–1987წწ. თბილისის მინიატურების სახელმწიფო თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე, 1987 წლიდან თბილისის მე–3 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი. 1955 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრთან ჩამოაყალიბა ვოკალური კვარტეტი. არის სტუდენტი ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957), თბილისის ერთგულების მედლის კავალერი (2002), მრავალი საესტრადო სიმღერის ავტორი. დაწერილი აქვს სავიოლინო კონცერტი, სიმფონია, სიმფონიური მინიატურები, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, თეატრისა და კინოს მუსიკა. 2006 წელს ქალაქ ვანში მუსიკალურ სკოლას მიენიჭა გურამ ბზვანელის სახელი, 2015 წლის 22 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.421; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ. 164-165 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |