შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ხახალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი; ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი; ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი; სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის XXVI ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა. 1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო. სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი; 1992 წელს, ბარსელონაში, ქართველი ძიუდოისტის გამარჯვების აღსანიშნავად, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.240; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |