The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

1986 წელს თამაშობდა სოხუმის "დინამოში"; 1987-1991წწ. თბილისის "დინამოში"; 1991-1994წწ. კვიპროსის "ანორტოსისში"; 1994-1995წწ. საბერძნეთის "აეკ"-ში; 1997 წლიდან ინგლისის გუნდ "ნიუკასლის" ფეხბურთელია.  2000 წელს  ქვედალიგელ "ვულვერჰემპტონთან" გააფორმა კონტრაქტი; 2001 წელს შოტლანდიურ "დანდს" შეუერთდა. 2002 წელს "ანორთოსისში" ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად; 2009 წელს ქეცბაია პირეოსის "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი ხდება; 2010-2014წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი, საბერძნეთის თასის ორგზის მფლობელი, საბერძნეთის სუპერთასის მფლობელი, "ნიუკასლის" საუკეთესო ლეგიონერი (1997, 1998).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., - 1998-1999. - გვ.327; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი
  • 1991 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1990 - საქართველოს ჩემპიონი
  • 1990 - საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი

გააზიარე: