შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ შაშიაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს პოლიტიკური სასწავლებელში. 1967-1972წწ. მუშაობდა ქუთაისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტამბაში მუშად, ინჟინრად; 1974 წელსს დაინიშნა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1978 - ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად; იყო ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეული პარტიული ლიდერი, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1989-1991წწ. ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1992); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №6.59 ქუთაისის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1993-1995წწ. იყო ქალაქ ქუთაისის პირველი მერი; 1995-1997წწ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში (იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი); 1997-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში. მონაწილეობდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო დიპლომი და აშშ-ის ქალაქების, კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქის წოდება. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 347; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.174; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.357 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |