The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა გეგიძე

ბიძინა გეგიძე
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1980 წელს.

1978-1981წწ. იყო წარმატებული რაგბისტი; 1980-1990წწ. საპროექტო ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 1990-1992წწ. ფირმა "ათინათის" მენეჯერი; 1991-1992წწ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს კომერციულ სამმართველოში პროექტის მენეჯერი; 1993-1995წწ.  შპს. "გუმარის" გენერალური დირექტორი; 1996-2004წწ. საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის დამფუძნებელი; 2002-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; 1995-2007წწ. კინოსტუდია "აისის" დამფუძნებელი; არის მხატვრული ფილმი "წარსულის აჩრდილების" პროდიუსერი; 2014-2016წწ. "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მოადგილე; პარტია "ახალი მემარჯვენეების", საზოგადოებრივი მოძრაობების - "დაიცავი საქართველოსა" და "სახალხო პატრულის" დამფუძნებელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, თბილისის №2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საკრებულოს ფრაქცია, თავმჯდომარე (2005-2006)
  • საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო", წევრი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო პატრული", ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2017-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2016-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის", თავმჯდომარე (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს რაგბის კავშირი, პრეზიდენტი (1995-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - სსრკ ჩემპიონი, ბრინჯაოს მედალი (რაგბი)
  • 1980 - საქართველოს თასი
  • 1979 - საქართველოს თასი
  • 1978 - საქართველოს თასი
  • სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: