შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ივანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭორვილა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს. სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად; 1980 წელს ამავე ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა; 1982-1986წწ. სწავლობდა ასპირატურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში; 1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა; 1991 წელს გახდა ბანკ "როსიისკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი; 2012-2013წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსულია საქართველოში. 2005-2010წწ. ქველმოქმედებაზე სულ 1 156 081 151 ლარი დახარჯა. ქველმოქმედება ფონდების - "ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს" მეშვეობით ხორციელდებოდა. თანხა კულტურის, ხელოვნების, სპორტის, მედიცინის, მეცნიერების, განათლების, სოფლის მეურნეობის სფეროებსა და სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე გადანაწილდა. დისერტაციის თემა - "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა", დაიცვა 1982 წელს. წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.211 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |