შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი გამრეკელი
ბიოგრაფიადსაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში 1911–1917 წლებში, დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე 1915 წლიდან. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ სამხატვრო კურსებზე; 1920 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველ მხატვართა სურათების გამოფენებში; 1924 წელს გააფორმა ქართველ ფუტურისტთა ჟურნალი "H₂SO₄". 1923 წლიდან კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობა დაიწყო მხატვრად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; 1926 წლიდან თანამშრომლობდა სანდრო ახმეტელთან; მხატვრულად გააფორმა შემდეგი სპექტაკლები: უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1925), ს. შანშიაშვილის "ანზორი" (1928), ბ. ლავრენიოვის "რღვევა" (1930), გ. რობაქიძის "ლამარა"(1930), შ. დადიანის "თეთნულდი" (1931), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1933), უ. შექსპირის "ოტელო" (1937) და სხვ. ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში–ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი" (1936), ა. ბალანჩივაძის "მთების გული" (1938). თამარ აბაკელიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმ "არსენას" (მ. ჭიაურელი, 1937) დადგმაში. სცენოგრაფი, ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.543; ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 58 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |