The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე გოკიელი

ელენე გოკიელი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1918
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1992  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1939 წელს; საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1956 წელს.

1971-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტსმენი(მძლეოსნობა, თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1972 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1952 - სსრკ რეკორდსმენი, 80 მ–ზე თარჯრბენში (ჰელსინკი)
  • 1949 - სსრკ რეკორდსმენი, 80 მ–ზე თარჯრბენში (მოსკოვი)
  • 1946 - ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, თარჯრბენში (ოსლო)
  • 1946 - სსრკ ჩემპიონი, გამორბენით სიგრძეზე ხტომაში
  • 1946 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: