შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ბერიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოლაგში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1958წწ. იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი; 1958-1967წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1967-1975წწ. რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა ფილმებში: "ღვინის ქურდები", "მზე შემოდგომისა", "ლონდრე", "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები", "მიჯაჭვული რაინდები" და სხვ. მიღებული აქვს წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია, სპექტაკლში - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-97. - გვ.37; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.482; საქართველოს ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.284 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |