შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ბალუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1966 წელს. 1967-1970წწ. მუშაობდა ბათუმის პროკურატურაში გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად; 1970-193წწ. საქართველოს პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, სამმართველოს უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი. 1993 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 2003 წლის ივნისში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გამოქვეყნებულია მისი ათეულობით სტატია, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გასააქტიურებლად. კანონმდებლობის სამართალგამოყენებითი პრაქტიკის ანალიზი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97. -გვ.34; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.53 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |