The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ანდღულაძე

დავით ანდღულაძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1956
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 2020  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1982 წელს.

1982-1985წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1985 წლიდან არის მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი; სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისას" მიხედვით დადგა "თათვალი", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა", გრიგოლ რობაქიძის "გრაალის მცველნი". მისი სპექტაკლი "ოცდამეთვრამეტე" წარდგენილი იყო სახელმწიფო პრემიაზე. წლების განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; "რკინის თეატრის" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; "ხელოვნების ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.22

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: