The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჯაფარიძე

გივი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1968 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო სამეურნეო ფაკულტეტი, 1975 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მცოდნეობის ფაკულტეტი (კვალიფიკაცია-იურისტი); 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1985 წელს დოცენტის სამეცნიერო წოდება, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებულიაქვს 245 სამეცნიერო შრომა; არის სატყეო საქმისა და ეკონომიკის დარგების ექსპერტი; 1995 წელს აირჩიეს საქართველოს აგროტექნოლოგიური აკადემიის წევრად, იმავე წელს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად); 1996 წელს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის აკადემიკოსად; 1997 წელს - მსოფლიო ბანკის ექსპერტად სატყეო დარგში; 1998-1999 წწ. არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტყის მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და ტრენინგების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად საქართველოდან (ქ. ჟენევა). 1998 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2002 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად.

შრომითი ბიოგრაფია: 1962-1964 წწ. ტრესტ "თბილმშენინდუსტრიის" მემონტაჟე; 1966-1967 წწ. ვაკის რაიონის მოსწავლეთა სახლის დირექტორი; 1967-1969 წწ. საქართველოს ალკკ ქ. თბილისის ორჯონიკიძის /ამჟამად ვაკის/ რაიკომის ინსტრუქტორი; 1969-1973 წწ. საქართველოს კომკავშირის ცკ ინსტრუქტორი; 1973 წ. საქართველოს ალკკ გარდაბნის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი; 1973-1974 წწ. საქართველოს ალკკ ცკ-ს საორგანიზაციო განყოფილების გამგის მოადგილე; 1974-1978 წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მუშა და სოფლის ახალგაზრდობის განყოფილების გამგე; 1978-1985 წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985-1995 წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1996 წ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1978-2004 წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, შემდგომში აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ეკონომიკის, ტყის ტაქსაციის და ხე-ტყის დამზადების კათედრაზე უფროს მეცნიერ-მუშაკად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, სრულ პროფესორად; 1996-2002 წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2004-2010 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი; 2010-2015 წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი; 2015-2023 წწ. ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 2023 წლის 25 მაისიდან დღემდე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო მეთოდოლოგიური და პრაქტიკული, რეფერირებული სამეცნიერო შრომათა კრებულის "მოამბე" სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია საპატიო სიგელებითა და დიპლომებით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 431; საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.122

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - პატრიარქის მადლობა
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1985 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1982 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1978 - ვერცხლის მედლით სსრკ-ს სახალხო მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისთვის
  • 1977 - ბრინჯაოს მედლით სსრკ-ს სახალხო მეურნეობაში მიღწეული წარმატებებისთვის
  • 1976 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1974 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ოქროს და ვერცხლის მედლები)

გააზიარე: