შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე გილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1956 წელს. კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი და სახელმწიფო მოღვაწე. 1934–1937 წლებში თბილისის სტალინის სახელობის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა ზეინკლად. 1937 წლიდან კომკავშირულ სამუშაოზეა, 1939 წლიდან წითელ არმიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ლენინის სახელობის რაიკომის მეორე, შემდეგ პირველი მდივანი. ცხინვალის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1967 წლიდან აფხაზეთია ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1972 წლიდან საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი; საქართველოს სსრ მე-4, მე-9, მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; სსრ კავშირის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.617 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |