შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – "მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა" (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – "თითქმის ორი თვე" (1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – "მოდი ვილაპარაკოთ" (1986); გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე" (1966), "ქოლგა" (1967), "სერენადა" (1969), "ადამი და ევა" (1969), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "მხიარული რომანი" (1972), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983); მსახიობი, კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.35; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |