The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაჩანა ჩაბრაძე

ბაჩანა ჩაბრაძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტისა და უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საფრანგეთში, თბილისთან დაძმობილებული ქალაქის, ნანტის უნივერსიტეტში. 2001 წელს, ნანტის უნივერსიტეტის, მერიისა და ასოციაცია "ნანტი-თბილისის" ეგიდით, ფრანგი მკითხველისთვის ჩაატარა ქართულენოვანი პოეზიისადმი მიძღვნილი კონფერენციები. იყო, პარიზში, იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის დელეგატი. 2011 წლიდან მუშაობს პარიზის "დეკარტის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკაში. მის მიერ თარგმნილი ასზე მეტი ავტორის ლექსები, პიესები, მოთხრობები და ესეები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში: "არილი", "ახალი საუნჯე", "თეატრი", "ინდიგო", "განთიადი", "აფრა", "პირველი სხივი", "ელექტროლიტი", "ლიტერატურული გაზეთი", "ლიტერატურული პალიტრა". არის ლექსების ორი კრებულის ავტორი და ათი წიგნის მთარგმნელი, ფრანგულიდან ქართულად და პირიქით. საერთაშორისო კლასიფიკაციის მოჭადრაკე (ELO 2243).

წყარო: ავტორის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული ცნობები

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2024 - გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია
    წლის ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
  • 2023 - "ფრანგული რენესანსის" ოქროს მედალი
    ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში შეტანილი კულტურული წვლილისთვის
  • 2020 - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია
    პიესის წლის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
  • 2011 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია, კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთათვის (ფრანგული პოეზიის თარგმანები)
  • 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია, ხმა უცხოეთიდან

ბიბლიოგრაფია

  • შორეული ჰანგები : გიორგი ეკიზაშვილი, კარნე დიუ დესერ დე ლიუნ, ვალ-დე-რეი 2024. - 188გვ (მთარგმნელი). - 2024. - 188გვ.
  • თეატრი და მისი ორეული : ანტონენ არტო / მთარგმნელის კომენტარებით (მთარგმნელი). - თბილისი, 2024. - 200გვ.
  • ზაფხულის მოლოდინში : ნიკა ჯორჯანელი (მთარგმნელი). - პარიზი, ლ’ენვანტერი, 2023. - 128გვ.
  • პატაფიზიკა სცენაზე : ალფრედ ჟარი იუბიუ მეფე და გიიომ აპოლინერი ტირესიასის ჯიქნები = La Pataphysique sur scene : Alfred Jarry Ubu Roi, Guillaume Apollinaire Les Mammelles de Tiresias / ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ (მთარგმნელი). - თბილისი, არილი, 2023. - 142გვ.. - ISBN: 978-9941-8-5111-7
  • არაბულის მასწავლებელი : გიორგი ლობჟანიძე, კარნე დიუ , ვალ-დე-რეი (მთარგმნელი). - 2023. - 188გვ.. - ISBN: 978-2-39055-025-9
  • ქუთაისის მატარებელი : ოცი ქართველი პოეტი (მთარგმნელი). - პარიზი, კარაკტერი, 2022. - 180გვ.. - ISBN: 978-2-85446-662-1
  • თეორია კინგ კონგი : ესეები / ვირჟინი დეკანტი ; ფრანგულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ (მთარგმნელი). - თბილისი, პოლინომიალი, 2022. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-8-4985-5
  • მე ბევრი ვარ : თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი (მთარგმნელი). - პარიზი, ლ’ენვანტერი, 2021. - 120გვ.. - ISBN: 978-2-35597-046-7
  • შიზოგადოება : ლექსები / პაატა შამუგია (მთარგმნელი). - პარიზი, ლა ტრადუკტიერი, 2021. - 64გვ.. - ISBN: 979-10- 97304-29-4
  • ფრანგული შანსონი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2015. - 144გვ.. - ISBN: 978-9941-458-72-9
  • ერთი საათით გვიან : ლექსი (მთარგმნელი). - თბილისი, 2010. - 168გვ.. - ISBN: 978-9941-0-2997-4
  • მთვარის სიმთვრალე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 174გვ.
  • ნაცრისფერი სამყარო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1992. - 143გვ.

გააზიარე: